პატარა ვიდჯაის უზრუნველი ცხოვრება დასასრულს მიუახლოვდა. მამამისი იქ მცხოვრებმა ბოროტმა კაცმა მხეცურად მოკლა და მისი პატიოსანი სახელი ტალახში ამოსვარა. ვიდჯაი მამამისის სიკვდილის მერე ფეხმძიმე დედასთან ერთად გადაბარგდება მუმბაიში. ქალაქში ვიდჯაი იქაურ მაფიაში გაერთიანდება. მას ძლიერ წყურია გადაუხადოს სამაგიერო იმ დემონს, რომელმაც მამა მოუკლა და მის პატიოსნებას ჩირქი მოსცხო. 15 წლის მერე ვიდჯაის მიეცა შანსი თავის ოცნებას ფრთები შეასხას.